სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება:  „ოცდაექვსი  საუკუნის
წინათ  ქმნიდნენ  ქართულ   ანბანს“.


ჰიმნი  ქართულ  ანბანს
შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ
გაჩნდი თვალისჩინად,
არამედ მზით
ამოენთე ბრწყინვად
ოცდაექვსი
სუკუნის წინათ...
მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხვეულები
გრეილების ორფის
გამშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი
საუკუნის წინათ. 


2. პროექტის  მთავარი  იდია: ქართული  დამწერლობის  განვითარების  დიდი  ხნის  ისტორიის  გაცნობა,  ძველი  ქართული  ანბანის  წერა-კითხვის  შესწავლა.

3.პროექტის  აქტუალობა: პროექტი  აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას ძველი ქართული ანბანის შესწავლა მათი ცოდნის გამდიდრების წყარო იქნება.

4. პროექტის მიზნები:
პრობლმის განსაზვრის;
ინფორმაციის მოძიების;
საქმიანობის ორგანიზების;
შემოქმედებითობის, შედეგების ანალიზის;
პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევებს.


ესე ფარნავაზ იყო  პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსის ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარაი იზრახებოდა სხვაი ენა ქართლსა შინა თუინიერ ქართულისაი და მაშინ შექმნა მწიგნობრობაი ქართული.
ლეონტი მროველი



ქართული წერილობითი ძეგლები V საუკუნიდან გვხვდება. ქართულმა ანბანმა ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფენ ქართული დამწერლობის განვითარების სამ საფეხურს:

მრგვლოვანს


ნუსხურს


მხედრულს.

ასომთავრულით შესრულებული ხელნაწერები მე-11 საუკუნის ჩათვლით გვხვდება ( შემდეგ საუკუნეებში  იგი რჩება ქვაზე  წარწერებისა და ხელნაწერებში საზედაო ასოების შესასრულლად, რამაც   განაპირობა მისი სახელწოდება „ასომთავრული“ )
ნუსხური დამწერლობა გავრცელებულია მე- 9 საუკუნიდან
მე -19 საუკუნემდე.
მხედრული დამწერლობა,  რომელიც დღემდე იხმარება, მე-10  საუკუნიდან ჩნდება.
ძველ ქართულ ანბანში იყო 38 ასო-ნიშანი. თანამედროვე ანბანში არ იხმარება 5 ასო- ნიშანი.

მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასამდე ენა არსებობს, ანბანი მხოლოდ 14. ერთ-ერთი მათგანია ქართული ანბანი.

1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროქტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·     ჯგუფთნ ერთად განსაზღვეავს თემასა და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი.
·     მკაფიონათლად აყალიბებს პროექტის მიზანს
·     არჩმასალას პროექტის საპრეზენტაციოდ

2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელების სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა.
·     შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა.

3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრენტაციის შესაბამისი ხების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·     მარტივად გასაგებად აყალიბებს სათქმელს;
·     პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით.

4. მოსწავლის ასაკი: 12 წელი

5. ვადები (გრძლივობა): 1 თვე.

6. მოსალოდნელი შედეგები (რაც შეიძლშეიქმნას მოსწავლეთა ძალებით). შეიქმნება ბუკლეტი „უნატიფესი ენა ქართული“

7. პროეტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

აქრივობა1 - გონებრივი იერიშის საშუალებთ, მასწავლლის დახმარებით, ირჩევენ პროექტის თემას: „ოცდაექვსი საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს“



აქტივობა 2 - შემუშავდა პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კვირიკეთის ეკლესიაში ათაობისათვის უცნობი წარწერების წაკითხვას.



აქტივობა 3 - სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
შედეგების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები:
1.  წარწერების წაკითხვა
2.  ბუკლეტის გამოშვება
საქმიანობის გაწერა დროში: ერთი თვე.
საქმიანობის განმახორციელებელი:
1.  ჯგუფის წევრები
2.  პასუმგებელი მოსწავლე: ლიდერი
საქმიანობის შესაბამისი რესურსი:
ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.


·     ეროვნულ სასწავო გეგმასთან კავშირი:
·     ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება

·     პროექტის ხელმძღვანელი: ნაილი გოგატაძე.

·     ხელმძღვანელის ელ.ფოსტა nailigogatadze@gmail.com


No comments:

Post a Comment