Sunday, May 28, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციების მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. მოსწავლეების საჭიროების დასადგენად განვსაზღვრეთ შეფასების მეთოდები.
დავიწყეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.

Friday, May 26, 2017

ტრენინგის მესამე დღე

დავიწყეთ სასწავლო გეგმაზე მუშაობა.
პირველ რიგში გამოვავლენთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომელთა მიღწევა გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყობთ მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემო გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები.

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მეორე დღე

გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტების სწავლების თემაზე.
გავიგეთ საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებები, რათა სწავლების პროცესში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები გამოვიყენოთ.
შევქმენით რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზნებს.

Friday, May 12, 2017

ტრენინგის პირველი დღე

დღეს გავეცანით ახალი სასწავლო კურსის მიზნებს და მოთხოვნებს;
ვნახეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები;
გავაკეთე პორტფოლიოს საქაღალდე.