დავასრულე პროექტზე მუშაობა,
შევქმენი ბევრი საინტერესო და ლამაზი ნიმუშები და მასალები, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
პროექტის პორტფოლიო გამოვავქვეყნე ბლოგზე.
დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს; მივიღეთ ინფრომაციები, თუ როგორი დავალებები უნდა მივცეთ განსხვავებული საჭიროებების მოსწავლეებს, ნიჭიერ მოსწავლეებს და არაქართულენოვან მოსწავლეებს.
გავეცანით სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციების მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. მოსწავლეებისსაჭიროებისდასადგენადგანვსაზღვრეთშეფასებისმეთოდები.
დავიწყეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.
დავიწყეთ სასწავლო გეგმაზე მუშაობა.
პირველ რიგში გამოვავლენთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომელთა მიღწევა გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყობთ მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემო გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები.
გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტების სწავლების თემაზე.
გავიგეთ საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებები, რათა სწავლების პროცესში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები გამოვიყენოთ.
შევქმენით რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზნებს.